საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების გამო ხელისუფლება ტურიზმის სექტორის დახმაებას იწყებს. მათ შორისაა, მცირე ზომის სასტუმოების საბანკო სესხების პროცენტების სუბსიდირება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული ჯგუფი ყველაზ მოწყვლადია, ამიტომ მას განსაკუთრებული დახმარებას საჭიროებს.
"გასულ წელს, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ჩვენ გამოვკეთეთ მოწყვალადი ნაწილი - მცირე სასტუმროები, სადაც "აწარმოე საქართველოში" მეშვეობით დავასუბსიდირეთ საბანკო სესხების ნაწილი მომდევნო 6 თვეში. ამ პროგრამამ კარგად იმუშავა და წარმატებული მაგალითის გამოყენებით, ვაფართოებთ სასტუმროების ზომას ანუ 4 ნომრიდან 50 ნომრის ჩათვლით მქონე ობიექტები მიიღებენ იგივე დახმარებას. ესაა საბანკო სესხის პროცენტის სუსბსიდირება, ანუ ზუსტად იგივე მექანიზმი. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ტურიზმის ინდუსტრია საჭიროებს დახმარებას, მათ შორის წარმოდგენილია საოჯახო სასტუმროებიც. ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ეხება ყველა ზომის სასტუმროც, თუმცა მცირე ტიპის სასტუმროები ყველაზე მოწყვლადია, ამიტომ მათთვის განსაკუთრებული ზომები მივიღეთ. თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან",-აღნიშნა თურნავამ.