ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქართულ პირბადეებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ დოლბანდის შეძენა უცხოეთიდან ხდება. თურნავას თქმით, პირბადეების შეკერვაზე 1 000-მდე ადამიანია დასაქმებული.
„ჩვენ თითოეული პირბადის შეკერვა გვიჯდება 1.08 თეთრი. ეკონომიკის სამინისტრო ვიძენთ სამედიცინო დოლბანდს უცხოეთიდან. დღეს სამედიცინო დოლბანდი სტრატეგიული პროდუქტია და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა გატანა. ჩვენ დიპლომატიური ძალებით ვახერხებთ დოლბანდების კომერციულ ფასად შეძენას. გარდა ამისა, ამაში ჩადებულია ჩვენი მკერავის შრომა და ეს ასახულია თვითღირებულებაში. საშუალოდ კერვა თითოეული პირბადის ჯდება 60-70 თეთრი დღგ-ს ჩათვლით.
"ძალიან კარგია, რომ მთელმა რიგმა სამკერვალო კომპანიებმა მოგვაწოდეს უფასოდ. ჩვენ დღესაც ვარიგებთ პირბადეებს უფასოდ - მათ შორის მარტოხელა პენსიონერებთან, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებთან, კარანტინში დასაქმებულებთან და ა.შ. იმისათვის, რომ ეს პირბადეები გახდეს ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, ჩვენ ამას ანაზღაურებად პირობებით ვაკეთებთ. ყველასთვის თანაბარი პირობებია. ვისაც აქვს სურვილი უფასოდ შეგვიკეროს მივესალმებით“, - განაცხადა თურნავამ.