logo
ENG



თურნავა: უცხოელი ტურისტების კონტაქტების მოძიება მარტივია, ამიტომ არ უწევთ მათ კარანტინი

18 სექ 202015:18
3 წუთის საკითხავი
clock 786
თურნავა: უცხოელი ტურისტების კონტაქტების მოძიება მარტივია, ამიტომ არ უწევთ მათ კარანტინი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უცხოელი ტურისტების მონიტორინგი, ინფიცირების შემთხვევაში, უფრო მარტივია. შესაბამისად, მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ უწევთ მათ საზღვარზე შემოსვლისას სავალდებულო კარანტინი.

"უცხოელი მოქალაქე არის გაცილებით უფრო მარტივი სამონიტორინგოდ, მისი შემდგომი კავშირების კვლევის თვალსაზისით, თუკი მოხდა ისე და ის აღმოჩნდა ინფიცირებული.

სხვათაშორის, თქვენ იცით, რომ უცხოელების მიმართაც გავამკაცრეთ მიდგომა და ახლა ვთხოვთ სავალდებულოდ PCR ტესტს",-ამბობს თურნავა.

თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს რომელბიც უცხოეთიდან შემოდიან გაცილებით უფრო მეტი კონტაქტი აქვთ, შესაბამისად, მისი თქმით ისინი ვირუსის გავრცელების მეტ რისკს ქმნიან.

"საქართველოს მოქალაქეს, ვინც შემოდის საქართველოში, იმ შემთხევაში, თუკი ის აღმოჩნდა ინფიცირებული, გაცილებით მეტი სოციალური კონტაქტი აქვს, მეტი სამუშაო კონტაქტი აქვს და გაცილებით უფრო დიდ რისკს ქმნის",-განაცხადა თურნავამ.

ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა ეკონომიკისა მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციებისთვის გააკრიტიკა.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, ხელისუფლების მიერ დაწესებული დისკრიმინაციული კარანტინის გამო, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. 

დღეს, 18 სექტემბერს პარლამენტში ნათია თურნავას უსმენენ. ეკონომიკის მინისტრი ინტერპელაციის წესით ევროპულმა საქართველომ დაიბარა.

 


close დახურვა