logo
ENG



თურნავა: ჩვენ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოება

24 მარ 202013:40
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, პირბადეების ადგილობრივი წარმოება დაწყებულია. მისი განმარტებით, წარმოება შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ასევე, თურნავას განცახდებით საქართველოში  დამზადებული პირბადეები არ იქნება ერთჯერადი გამოყენების.

დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოება, რასაც ჩვენ ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ეს არის დოლბანდის პირბადეები რომელთა წარმოება და სტანდარტი არი შეთანხმებული დაავადებათა კონტროლის ცენტთან და ლუგარის ლაბორატორიაში გაიარეს ტესტირება, ამიტომ ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ როგორი ტექნოლოგიით უნდა დამზადდეს ეს პირბადეები. მნიშვნელოვაია, რომ ეს პირბადეები არ არის ერთჯერადი გამოყენების, ექვემდებარება გარეცხვას. ეს ისეთი წარმოებაა, რომელიც აქამდე არ გაგვანჩნდა აქედან გამომდინარე რადენობა არის შეზღუდული. კერვის ფუნქცია გადავანაწილეთ რამდენიმე საწარმოში“,-განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 


close დახურვა