logo
ENG



თურნავა: ჩვენ თავმდაბალი მთავრობა ვართ, თვითპიარით არ ვართ გატაცებული

07 აგვ 202018:34
3 წუთის საკითხავი
 
yt92uhy8p7jdscy.jpg

 

"ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რომელიც არც ხმაურდება და არც თვითპიარით ვართ გატაცებულები', - ამოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა "პალიტრანიუსის" ეთერში. 

თვითპიარზე გაცხადებული უარის მიუხედავად, თურნავამ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კოვიდის ფონში 100 მილიონი დოლარი გადარიცხა. 

„რაც შეეხება იმას, რომ კოვიდ ფონდი იხარჯება ახლა და შეგროვებული 130 მილიონიდან 100 მილიონი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შენატანი, ეს არის ფაქტი. ძალიან ბევრი კითხვა იყო, როდის დახარჯავთ და რისთვის დახარჯავთ. ვხარჯავთ ახლა ბავშვებზე გასაცემი ერთჯერადი დახმარებისთვის. 100 მილიონი რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა ფონდში, ეს ფაქტია და არაფერი დაშავდება კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას. მე მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერავინ ვერ გვედავება ვერაფერს, ე.ი სწორად ვიქცევით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალური დახმარებების მესამე ეტაპი დააანონსა.

დახმარებები რამდენიმე მიმართულებით გაიცემა, მათ შორის:

თვითდასაქმებულები, რომლებმაც საკმარისი დოკუმენტების შეგროვება ვერ შეძლეს, სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ;

ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს;

18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ;

სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს ერთი სემესტრის და ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება.

უფრო დეტალურად, რა დაუჯდება ბიუჯეტს წინასაარჩევნოდ დაანონსებული სოციალური პაკეტი, შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

 


close დახურვა