თუ ეკონომიკა დუღს, რატომ მოხსნეს ეკონომიკის მინისტრი ? ნათია თურნავა ისე გაუშვეს, საზოგადოებისთვის განმარტებაც კი არავის უცდია. უწყების ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ მედიას ურჩევდა, ბოდიშის მოსახდელად მომზადებულიყო, რადგან თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა.
ყველაფერი პირიქით მოხდა. ფორმულას ინფორმაცია ზუსტი აღმოჩნდა - თურნავა მინისტრთა კაბინეტიდან გაუშვეს, მის ადგილზე კი სოფლის მეურნეობის მინისტრი დანიშნეს. ასე დასრულდა ნათია თურნავას ხანგრძლივი ყოფნა ეკონომიკის სამინისტროში, სადაც შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის პერიოდში იმუშავა.