logo
ENG



თურნავა სურგულაძის წასვლაზე: ადამიანები თავისუფლები არიან რომ გეგმები შეეცვალოთ

09 დეკ 201914:05
3 წუთის საკითხავი
 
u256y6nimtf0sp5.jpg

საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა უკვე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრი ამბობს, რომ ეს იყო სურგულაძის პიროვნული გადაწყვეტილება. 

„განმარტა თავის გადაწყვეტილება, რომ პირადი გეგმებია მისი. ადამიანები თავისუფალი არიან გადაწყვეტილებებში. როგორც ვიცი კერძო სექტორში გადასვლის სურვილი აქვს. შემიძლია კვლავაც ვთქვა, რომ ძალიან წარმატებულია საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპი. ეს წარმატება ბატონი სურგულაძის დამსახურებაცაა, რადგან სწორედ მისი ხელმძღვანელობით ამოქმედდა საპენსიო რეფორმა“, - განაცხადა თურნავამ. 

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ლევან სურგულაძემ წასვლის შესახებ განცხადებით სამეთვალყურეო საბჭოს უკვე მიმართა. მას წასვლის მიზეზები მედიასთან  არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ სხვა გეგმები აქვს, რასაც საზოგადოება მალე შეიტყობს. ლევან სურგულაძე, ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დამტკიცებული. 

სეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარეს სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს, რომელიც სამი მინისტრისგან შედგება და ერთ-ერთი მინისტრი სწორედ თურნავაა. სწორედ ამ საბჭომ უნდა დააკმაყოფილოს სურგულაძის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება.

 

 


close დახურვა