logo
ENG



თურნავა შეზღუდვების გახანგრძლივებაზე: ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის ზრუნვისთვის გვჭირდება

14 ივლ 202015:43
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესანარჩუნებლადაა საჭირო.

თურნავას განცხადებით, არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად დემოკრატიულ ვითარებაში. 

„ძალიან უსამართლოა ოპოზიციის მხრიდან მთავრობის კრიტიკა ჩვენი ანტიპანდემიური ღონისძიებების გამო, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი თუ არა, ყველაზე წარმატებული ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში. რაც კი რამე ცვლილება შედის კანონმდებლობაში და მათ შორის, ეს კანონპროექტიც, გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ როგორც აქამდე გვაქვს შენარჩუნებული პოზიტიური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, როგორც აქამდე ვზრუნავდით ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ამის ბერკეტები გვქონდეს - სხვა არაფრისთვის ეს არ იქნება გამოყენებული.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები. არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად დემოკრატიულ ვითარებაში. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებიც არის ერთ-ერთი დასტური, რომ ჩვენ ვართ ამ გამოწვევის ერთგული, რომ არჩევნები უნდა ჩავატაროთ აბსოლუტურად დემოკრატიულ გარემოში და ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე, მხარი დაუჭირა

შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც. საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების დროებითი უფლება, პარლამენტმა მთავრობას მაისში მიანიჭა.


close დახურვა