თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. ბერძენი სამართალდამცველები თურქეთის ტერიტორიიდან ქვეყანაში გადასვლის მსურველ მიგრანტებს კვლავ ცრემლმდენი აირით უპირისპირდებიან, მიგრანტები კი ძალოვნებს ქვებს ესვრიან.
პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტმა მიგრანტებს ევროპის ტერიტორიაზე გადასვლა ეგეოსის ზღვის მეშვეობით აუკრძალა. მიზეზად რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იმას ასახელებს, რომ ეს გზა ადამიანებისთვის უსაფრთხო არაა.