logo
ENG



თურქეთი ინჯირლიკის სამხედრო ბაზის დახურვით იმუქრება

16 დეკ 201909:33
3 წუთის საკითხავი
 
ed564eau675ilm4.jpg

 რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით,  ვაშინგტონის  მიერ თურქეთის წინააღმდეგ  სანქციების დაწესების შემთხვევაში,  ამერიკელ სამხედროებს შესაძლოა წვდომა კიურე-ჯიკში  მდებარე სამხედრო ბაზაზეც აეკრძალოს,  რომელიც ევროპაში ნატო-ს სარაკეტო თავდაცვის სისტემის ნაწილს წარმოადგენს.  თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, ოფიციალური ანკარა, ამერიკელებისთვის ბაზების დახურვის კიდევ ერთ მიზეზად, შეერთებული შტატების სენატის მიერ სომხების გენოციდის აღიარებასაც თვლის.   

ვაშინგტონის სანქციები თურქეთს რუსული სარაკეტო სისტემების ეს-400-ის  შეძენისა და განთავსების გამო ემუქრება.  შეერთბული შტატები ასევე თურქეთთან  ეფ-35 ტიპის ავია-გამანადგურებლების შეძენაზე შეთანხმების გადახედვას არ გამორიცხავს.

 


close დახურვა