logo
ENG



თურქეთი სამხედრო ოპერაციებს აგრძელებს - დაღუპულია 23 ქურთი მებრძოლი

15 ოქტ 201916:45
3 წუთის საკითხავი
 
49fasnif20kloyq.jpg

თურქეთის ოპერაცია სირიის ჩრდილოეთით მეშვიდე დღეა გრძელდება. დილიდან კვლავ იბომბება სასაზღვრო რაიონები. ქურთმა მებრძოლებმა 23 ჯარისკაცი დაკარგეს, მსხვერპლი მოყვა ქურთების საარტილერიო შეტევას თურქულ დასახლებაშიც. დაიღუპა ორი და დაშავდა 12 ადამიანი.

პენტაგონი ადასტურებს, რომ ამერკელმა სამხედროებმა მანბიჯი დატოვეს. ქალაქში უკვე სირიის სამთავრობო ძალები განლაგდნენ და დროშებიც აღმართეს. საერთაშორისო გაერთიანება თურქეთს ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურ ანკარას სანქციები დაუწესა. შეზღუდვები ვრცელდება თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებსა და სამ მაღალჩინოსანზე.


close დახურვა