logo
ENG



თურქეთი შეერთებული შტატებისთვის სანქციების პაკეტს ამზადებს

17 ოქტ 201908:50
3 წუთის საკითხავი
 
f8525es3um1qh1o.png

თურქეთი ამერიკას სანქციებით პასუხობს - განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანის პრესსპიკერმა გააკეთა. იბრაჰიმ კალინმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ოფიციალურმა ანკარამ ვაშინგტონის საპასუხოდ მიიღო.

მოგეხსენებათ, მანამდე დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები დაუწესა. მიზეზი სირიის ჩრდილოეთით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაა. ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ დამატებითი სანქციები სხვა თურქი მაღალჩინოსნების მისამართითაც აამოქმედონ.

პარალელურად, სირიის სამთავრობო არმია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ დასახლებებში პოზიციებს ამაგრებს, რასაც ექსპერტების ვარაუდით,  შესაძლოა ვითარების გაუარესება და თურქეთისა და სირიის ძალებს შორის პირდაპირი კონფრონტაცია მოყვეს.


close დახურვა