logo
ENG



თურქეთი ჩინეთიდან საქართველოს 7 მოქალაქის ევაკუაციასაც განახორციელებს

30 იან 202015:18
3 წუთის საკითხავი
 
auoyq53d1lsplgl.jpg

თურქეთი ჩინეთიდან საქართველოს 7 მოქალაქის ევაკუაციასაც განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„გიდასტურებთ რომ თურქებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა უხანის პროვინციიდან,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ამ დროისთვის ქალაქ უხანში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად თურქეთი, აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციას განახორციელებს.

 


close დახურვა