logo
ENG



თურქეთის არმიასა და სირიის ჯარს შორის იდლიბში შეტაკებები გრძელდება - დაღუპულია 55 ჯარისკაცი

13 თებ 202011:41
3 წუთის საკითხავი
 
918vjhba6b10dj8.jpg

თურქეთის არმიასა და სირიის ჯარს შორის იდლიბში შეტაკებები გრძელდება. მხარეებს შორის მორიგ დაპირისპირებას 55 სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონში საჰაერო და საარტილერიო იერიშების შედეგად რამდენიმე დღის წინ 100-ზე მეტი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა. დაპირისპირებას წინ თურქულ პოსტზე თავდასხმა უძღოდა, რომლის დროსაც 5 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის რეჟიმს თურქი სამხედროების სიკვდილი ძვირი დაუჯდება.

გაეროს ინფორმაციით, დეკემბრიდან დღემდე საცხოვრებელი ადგილი დაახლოებით 700 ათასმა სირიელმა დატოვა. 


close დახურვა