logo
ENG



თურქეთის თავდაცვამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 20 სამხედროს დაღუპვა დაადასტურა

12 ნოე 202510:25
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 20 სამხედროს დაღუპვა ოფიციალურად დაადასტურა. 

სამინისტრომ გამოაქვეყნა დაღუპულთა ვინაობა, მათი ფოტოები და თავდაცვის მინისტრის სამძიმარი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. 

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 


close დახურვა