logo
ENG



თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

24 იან 202400:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/24/xf05ar4nrdqh1za.jpg

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ დოკუმენტი პარლამენტმა სამშაბათს, 23 იანვარს გვიან ღამით დაამტკიცა.

შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას თურქეთის პარლამენტის 287-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55 წინააღმდეგ წავიდა, 4-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტმა უკვე გადაუგზავნა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ის კანონპროექტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს.

***

გასული წლის 10 ივლისს თურქეთი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა, თუ ევროპა გზას გახსნის ევროკავშირში მათ გასაწევრიანებლად. ევროპელმა ლიდერებმა ერდოღანის სურვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესია.

მანამდე ერდოღანი შვედეთისთვის საბოლოო თანხმობის მიცემას იმ მიზეზით აყოვნებდა, რომ მისი თქმით, ისინი ქურთ მებრძოლებს ეფექტურად არ ეწინააღმდეგებიან, რასაც ანკარა საფრთხედ მიიჩნევს.


close დახურვა