თურქეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მარიის სასახლეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
თურქეთის ლიდერმა საპატიო ყარაულს უკრაინულ ენაზე მიმართა და მიესალმა სიტყვებით „დიდება უკრაინას". საზეიმო დახვედრის შემდეგ ლიდერებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს და რამდენიმე ხელშეკრულებაც გააფორმეს.
თურქეთის პრეზიდენტი კიევში უკრაინისა და თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფარგლებში ჩავიდა.