logo
ENG



თურქეთის ჯარმა სირიის რაიონების დატოვება დაიწყო

18 ოქტ 201917:27
3 წუთის საკითხავი
 
rm4wjw14kggfoka.jpg

თურქეთის ჯარმა სირიის ჩრდილოეთ რაიონების დატოვება დაიწყო. ჯავშან მანქანების კოლონა სირიის ოპოზიციის მებრძოლებთან ერთად თურქეთის საზღვრის მიმართულებით ბრუნდება. თუმცა ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად სირიის ქალაქებში დილით კვლავ აფეთებების ხმა ისმოდა. საარტილერიო შეტევა ხორციელდებოდა რას-ალ-აინთან და ჯეილან-პინართან. ცეცხლის შეწყვეტას თურქეთის პრეზიდენტი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე დათანხმდა. შეთანხმების თანახმად ქურთულმა დაჯგუფებებმა სასაზღვრო ტერიტორია უნდა დატოვონ, შეერთებული შტატები კი თურქეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს შეაჩერებს.

 


close დახურვა