თურქეთმა იდლიბის პროვინციაში დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანა.
ტანკების, ჯავშანტექნიკის და აღჭურვილობით დატვირთული სამხედრო მანქანების კოლონამ სირიის საზღვარი გადაკვეთა. თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თუკი ამბოხებულთა ანკლავის შესახებ მიღწეული შეთანხმება კვლავ დაირღვევა, ოფიციალური ანკარა ჩრდილო – დასავლეთ სირიის რეგიონში მოქმედების ტაქტიკას შეცვლის.
იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა და რუსეთმა მიაღწიეს, ანკარა და მოსკოვი კონფლიქტში მოწინააღმდეგე მხარეებს უჭერენ მხარს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, იდლიბს სირიის სამთავრობო არმია უტევს, რის გამოც აქ ინტენსიური ბრძოლები განახლდა.