სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ თავად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელა.
მოგეხსენებათ, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისივე თქმით, ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვარზე ქურთული თავდაცვის ძალებისგან გათავისუფლება და უსაფრთხო ზონის შექმნაა.