logo
ENG



თურქეთმა სირიის არმია მტრულ ძალად გამოაცხადა

28 თებ 202007:39
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთი, სირიის არმიას მტრულ ძალად ოფიციალურად აცხადებს. გადაწყვეტილება ანკარამ სირიის რეჟიმი მიერ იდლიბში განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგ მიიღო.

ბოლო მონაცემებით, თურქი ჯარისკაცების პოზიციების დაბომბვას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, 32 დაშავებული კი სირიის საზღვრის მიმდებარე თურქული პროვინციის კლინიკებშია გადაყვანილი. სირიის ჩრდილოეთ რეგიონში ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება. გვიანობამდე გაგრძელდა თურქეთს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა, რომელიც პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა იდლიბში საჰაერო იერიშის შემდეგ მოიწვია. 

შეხვედრის დასრულებისთანავე, თურქეთმა სირიის არმიის პოზიციებზე საპასუხო საარტილერიო დარტყმები განახორციელა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. იენს სტოლტენბერგმა სირიის ძალების თავდასხმები დაგმო და დამასკოსა და მოსკოვს იერიშის შეჩერებისკენ მოუწოდა. 

თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს შეერთებული შტატებიც. სტამბოლში რუსეთის გენერალური საკონსულოს მახლობლად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები რუსეთისა და ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ. 


close დახურვა