თურქეთმა შავ ზღვაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ გაზის მარაგის აღმოჩენის შესახებ ოთხშაბათს გახდა ცნობილი, თუმცა არ კონკრეტდება მარაგის რაოდენობა, ის თუ რა სიღრმეზეა და რამდენად რთული იქნება მისი ამოღება.
ასევე გამოცემის ცნობით, პარასკევს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დადო პირობა, რომ თურქებს სასიხარულო ამბებს წარუდგენდა, რაც ქვეყნისთვის ახალი ერის დასაწყისი იქნებოდა. თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ხმელთაშუა ზღვის წყლებში ენერგიის კვლევას განახორციელებს.