logo
ENG



თურქეთში, მაისის ბოლომდე ინფიცირებულთა შემთხვევების ზრდას აღარ ელოდებიან

30 აპრ 202010:32
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში პანდემიის პიკმა გადაიარა. თურქეთში, მაისის ბოლომდე ინფიცირებულთა შემთხვევების ზრდას აღარ ელოდებიან, თუმცა  შემზღუდავი ზომები კვლავ ძალაში დარჩება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ით 89 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება რუსეთს, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვითარება აქაც გაუმჯობესებულია, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 105 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის თავდაცვის ძალებში კი კორონავირუსი 960 სამხედროს დაუდასტურდა.

რუსული მედია წერს, რომ პანდემიამ იმსხვერპლა მოსკოვის ეპარქიის დეკანოზიც. გასული დღე-ღამის განმავლობაში ერთი ადამიანი დაიღუპა აზერბაიჯანში, რითაც კოვიდ ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ 23 შეადგინა. რაც შეეხება სომხეთს, ბოლო 24-ხ საათში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გამოვლინდა დაინფიცირების 65 ახალი შემთხვევა. 


close დახურვა