თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ოქროს მაღაროში მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის 9 მაღაროელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ადგილზე ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მაშველები მეზობელი პროვინციებიდანაც ჩაერთნენ.
ადგილზე დღეს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრიც ჩავა.