logo
ENG



თურქეთში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

24 მარ 202309:16
3 წუთის საკითხავი
 
თურქეთში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიძგები ქაჰრამანმარას პროვინციაში იგრძნობოდა, ხოლო ეპიცენტრი გოქსუნის რაიონში დაფიქსირდა.

ინფორმაცია ნგრევასა და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვართა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიწისძვრა მოხდა, მისი მაგნიტუდა 7.8 იყო და სტიქიას 50 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.


close დახურვა