თურქეთის სახელმწიფო საბჭო აია-სოფიას სტატუსის განხილვისთვის ემზადება. თურქი ნაციონალისტები და კონსერვატორები მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას ითხოვენ.
მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა, თუმცა რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ხელისუფლება საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდება.
მეექვსე საუკუნის ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით მსჯელობა ხვალ დაიწყება. გადაწყვეტილებას კი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მიიღებენ. მიმდინარე მოვლენებს კონსტანტინოპოლის პატრიარქიც გამოეხმაურა. მისი თქმით, აია-სოფიას მეჩეთად ქცევა ქრისტიანულ სამყაროს ისლამის წინააღმდეგ განაწყობს.