logo
ENG



თურქეთში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

30 მაი 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში მოხდარ აფეთქებას, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. 45 წლის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ქართული მედია, თურქულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა საწარმოს სამრეცხაო განყოფილებაში მოხდა, აფეთქდა წყლის გამაცხელებელი ქვაბი. ნანგრევებში 2 ადამიანი მოჰყვა, რომელთა გადარჩენაც ვერ მოხერხდა. 

საქართველოს საგარეო უწყებამ ცოტა ხნის წინ ფაქტი დაადასტურა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.


close დახურვა