კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაგრძელებას პროტესტი მოჰყვა თურქეთში.
ანტალიის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი დასახლების მცხოვრებლები ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც კარანტინის ვადა მათთვის კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა.
მოსახლეობა ქუჩებში აღმართული ბარიკადების გარღვევას შეეცადა და სამართალდამცველებს ქვები დაუშინა. პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. რეგიონში მკაცრი კარანტინის რეჟიმი უკვე 14 დღეა მოქმედებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 4 600-სს აჭარბებს.