logo
ENG



თურქეთში ერდოღანის მომხრეები ზეიმობენ - წინასწარი მონაცემებით, მან 52% აიღო

28 მაი 202322:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/28/8aq06380zod90un.png

თურქეთის ქალაქებში რეჯეპ თაიფ ერდოღანის მომხრეები ზეიმობენ - წინასწარი მონაცემებით, მან 52.07% აიღო. 

ერდოღანის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერ ქემალ ქილიჩდაროღლუს 47.93%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ერდოღანმა მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან თქვა, რომ იმედებს გაამართლებს.

თურქეთში წინაასაარჩევნო კამპანია დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გააკრიტიკა თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ბრალდებების გამო და განაცხადა, რომ მისი მეტოქე მითითებებს ბაიდენისგან იღებს, ვისი მიზანიც "ერდოღანის ჩამოგდებაა".

11 მაისს ქემელ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი იმ ვიდეოზე, რომელიც არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციას ემსახურება.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით შეუძლებელია, კითხვები არსებობდეს და "ყველა, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს მატყუარაა".

ერდოღანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა სოფლის მეურნეობის, თავდაცვის ინდუსტრიასა და ტურიზმში.

ერდოღანმა ქილიჩდაროღლუს შესახებ თქვა, რომ ის მითითებებს ამერიკისგან იღებს - მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ბაიდენმა "ერდოღანის ჩამოგდების" განკარგულება გასცა.


close დახურვა