logo
ENG



თურქეთში მიწისძვრას 8 ადამიანი ემსხვერპლა

23 თებ 202017:41
3 წუთის საკითხავი
 

 

თურქეთში მიწისძვრას 8 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარის შედეგად დაშავდა 21 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ვანის პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ თითქმის 6 ბალს მიაღწია. ნანგრევებშია დარჩენილი რამდენიმე ადამიანი. სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურის ჯგუფებია მობილიზებული.

წინასწარი მონაცემებით, ბიძგების შედეგად ათასამდე შენობა დაზიანდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ირანშიც, თუმცა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

 


close დახურვა