თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 900-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო-სამუშაოები და არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.
მიწისძვრა 24 დეკემბერს 20:55 საათზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა.