საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გამგზავრებას შეძლებენ. ამის შესახებ შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ამისთვის მოქალაქეებს თურქეთიდან დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა დასჭირდებათ. მისივე თქმით, უკან დაბრუნებისას მათ 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
„დღეს ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში აჭარის მაცხოვრებლები, თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი მოწვევის საფუძველზე, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას, თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას ვალდებულები იქნებიან, გაიარონ საკარანტინე რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია ექვემდებარება კონტროლს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მოძრაობა, მათ შორის საზღვარზე, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და გარემოებების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, ყველა მოქალაქე, რომელსაც სურს, თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა სამ თვიანი, რომელიც გაცემული იქნება თურქეთიდან, შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.