logo
ENG



თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ცოლი და კიდევ ერთი ქართველი მოკლა

26 აგვ 202212:22
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ცოლი და კიდევ ერთი ქართველი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემთხვევა ართვინის პროვინციაში მოხდა.

თურქული მედიის ცნობით, მან ქალი დანით მოკლა, კაცს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა, შემდეგ კი ტაქსით საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ წავიდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, კაცმა თავი მაშინ მოიკლა, როდესაც ქემალ ფაშასთან პოლიციამ ტაქსს ავტომობილის გააჩერება მოსთხოვა.

სამივე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო, თურქეთში ჩაის საკრეფად იყვნენ და პლანტაციაში მუშაობდნენ.

მომხდარზე თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.


close დახურვა