logo
ENG



თურქეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

14 ივლ 202021:00
3 წუთის საკითხავი
 

სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა რიზეს პროვინციაში. გადაუღებელი წვიმის გამო „აგარანის ჩანჩქერში“ წყლის დონემ მოიმატა და ახლოს მდებარე გზები დატბორა. წყალდიდობაა თავად რიზეშიც. ქალაქში შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობა, ქუჩებში კი ნიაღვარი მოედინება. განადგურებულია გზები და ხიდები.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საშიში ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.ბოლო სამი დღეა, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში გადაუღებლად წვიმს. რიზეს გარდა წყალდიდობამ დააზარალა მეზობელი ართვინიც, სადაც სტიქიის დროს 4 ადამიანი დაიღუპა. 


close დახურვა