logo
ENG



თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

05 ნოე 201911:09
3 წუთის საკითხავი
 
12p7nwzdpdke6e6.jpg

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ბრალად 4 სახლის და რამდენიმე მაღაზიის ქურდობა ედებათ. მათ დასაკავებლად თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ ბრალდებულების დაფიქსირება დანაშაულის ჩადენის დროს მოახერხა. მათი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოღეს: 5 მობილური ტელეფონი, 1 ლეპტოპი, მაჯის საათი, 1 ვიდეოკამერა და სხვადასხვა სახის ტექნიკა.  

დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთის სახით 4 წლით პატიმრობა ემუქრებათ.

 


close დახურვა