თურქული კომპანია Baykar უკრაინას უფასოდ გადასცემს სამ უპილოტო საფრენ აპარატ Bayraktar ТВ2-ს, რომლისთვისაც უკრაინელები ფულს აგროვებდნენ.
"კომპანია Baykar ინფორმირებულია, რომ რუსეთისგან უკრაინელების დასაცავად კამპანიამ სახელად "სახალხო Bayraktar" წარმატებით შეაგროვა თანხა რამდენიმე Bayraktar ТВ2-ის შესაძენად", - აცხადებენ კომპანიაში. მათივე თქმით, აპარატებისთვის ფულს უბრალო უკრაინელი მოქალაქეები და ბიზნესმენები აგროვებდნენ.
Baykar არ აპირებს თანხის გამორთმევას და სურს, რომ მოგროვებული ფულით ამ ბრძოლაში უკრაინელ ხალხს დაეხმარონ.
Baykar'dan duyuru!
*
Announcement from Baykar!
*
Оголошення від Baykar! pic.twitter.com/VQxZ5s2jnY