logo
ENG



თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

12 ნოე 202516:59
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/12/fp5cce8vdegbojn.png

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს — ინფორმაციას „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.

მაშველების ინფორმაციით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სულ 19 დაღუპულია, ხოლო ერთი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს მოხდა - თურქული სამხედრო თვითმფრინავი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა. წინასწარი ცნობით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა. შემთხვევის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაიწყო, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, შედეგად — ადამიანის სიცოცხლის მოსპობით.


close დახურვა