logo
ENG



თქვენ ხართ ივანიშვილის გოშიები, ეს ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია ისტორიაში - სამადაშვილი

12 ნოე 201912:41
3 წუთის საკითხავი
 
4mnwtz7u1m901qt.png

 

პარლამენტის პლენარულ სესიაზე საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველ გუნდს ქვეყანაში არსებული ვითარების გამო აკრტიკებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებელია.

„თქვენ და რუსეთი ხართ ერთი. ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი და თქვენ ამ პარლამენტში ხართ ივანიშვილის გოშიები. მე-9 მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო. იმიტომ, რომ ჩვენ დღემდე არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით. თქვენ მოხვედით აქ იმისთვის, რომ ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ქონების მიტაცემა მიჩქმალოთ. გინდათ გაიგოთ სიმართლე საპატრიარქოსტან დაკავშირებით, შევქმნათ საგამოძიებო კომისია, დავიბაროთ ყველა და დავუსვათ კითხვები. გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ ვინ ცდილობს საქართველოს ეკლესიაში ჩარევას. დარეგისტრირდა მოთხოვნა და დაუჭირეთ მხარი“, - მიმართა დეპუტატმა მმართველი გუნდის წევრებს.

 

 


close დახურვა