logo
ENG



იაგო ხვიჩია: ორივე მოთხოვნა არასერიოზულია

25 ივნ 202214:00
3 წუთის საკითხავი
 
იაგო ხვიჩია: ორივე მოთხოვნა არასერიოზულია

ჩემი აზრით, ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. პირველი, ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომა არასერიოზულია თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სხვა ვინმეა და ირაკლი ღარიბაშვილი არის მხოლოდ ვიღაცის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, წარმომადგენლის წასვლას რომ ითხოვ სახლში, უბრალოდ, თუ გესმის, რომ ის უბრალოდ წარმომადგენელია. მეორე მოთხოვნას რაც შეეხება ეროვნული თანხმობის რაღაცის შექმნას, ასევე არასერიოზულია, რადგან არავინ იცის საიდან მოდის ეს ლეგიტიმაცია, ვინაა ეს ხალხი, ვინ აარჩევს ამ ხალხს, ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი და რატომ ვენდობით ამ ხალხს და ვინ ნიშნავს თანამდებობაზე ამ ხალხს. ქართული ოცნების პარლამენტი? რა მოთხოვნაა ეს თავისი შინაარსით და როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება.


close დახურვა