logo
ENG



იაგო ხვიჩია: ჩემი ინფორმაციით თალაკვაძეს ხუთზე მეტ ადამიანთან მაინც ჰქონდა კომუნიკაცია

19 თებ 202022:28
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია სოფო ზურაბიანის გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აცხადებს, რომ „ოცნებას“ არამხოლოდ მასთან, არამედ ხუთზე მეტ ადამიანთან ჰქონდა ინდივიდუალური კომუნიკაცია.

მისივე განცხადებით, როდესაც ის თალაკვაძემ შეხვედრაზე დაიბარა ოპოზიციის სხვა წევრებისთვის არ უთქვამს, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატთან არა მაგრამ რამდენიმე დეპუტატს უთხრა აღნიშნული შეხვედრის შესახებ.

„არჩილ თალაკვაძეს სხვებთანაც ჰქონდა კომუნიკაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მარტო მე და ერთ ადამიანს კი არა ჩემი ინფორმაციით ხუთზე მეტ ადამიანთან მაინც იქნება რაღაც კომუნიკაცია შემდგარი. თავიდანვე, როდესაც მომწერა არჩილმა პასუხად მივწერე, რომ ეს შეიძლება მედიაში მოხვედრილიყო და მე ტყუილის თქმას არ ვაპირებდი. არაფერი არ იმალება. შეხვედრაზე, რომ მივდიოდით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები საქმის კურსში არ ჩაგვიყენებია მაგრამ შეხვედრის შემდეგ რამდენიმე ადამიანს ველაპარაკეთ, რომ მსგავსი კომუნიკაცია შედგა. მათ ეს ამბავი ჩვეულებრივად მიიღეს. მე საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული და ვიცი, რომ არაფერს არ დავაშავებ შეხვედრებზე. ისიც მესმის, რომ საქართველოში ოპოზიციას ცუდი გამოცდილება აქვს მსგავსი შეხვედრების“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


close დახურვა