საქართველოს უჩნდება კიდევ ერთი საშუალება, შესაძლებლობების ფანჯარა ეხსნება, როცა ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ახალი ადმინისტრაციის განწყობები, მაგრამ ამის გამოსაყენებლად საქართველოს სჭირდება ინსტრუმენტი, რაც არის მთავრობა. მან უნდა დაიმსახუროს ჩვენი ევროპელი, თურქი, აზერბაიჯანელი, სომეხი, თუ ვინც არ უნდა იყოს, პარტნიორების ნდობა. დღეს ასეთი პარტნიორობები არ არსებობს, ამიტომ არ მგონია, სანამ ადმინისტრაცია დალაგდება და თითს დაუქნევს, ივანიშვილი ამიტომ მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება არა საგარეო წნეხის გზით, არამედ, შიდა წნეხის გზით და ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი წნეხი. ყველა საგარეო წნეხი მაინც და მაინც კარგი არაა. ჯობია, საქართველოში გაირკვეს ეს საკითხები და არა მის გარეთ.
