logo
ENG



იამაიკაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

29 იან 202009:11
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრალური ამერიკის ქვეყნების მახლობლად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7.7 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი იამაიკიდან 120 კილომეტრის დაშორებით, კარიბის ზღვაში დაფიქსირდა.  ძლიერი ბიძგები კუბასა და კაიმანის კუნძულებზეც იგრძნობოდა.

კარიბის ზღვის ქვეყნებში ცუნამის შესახებ გაფრთხილება, გავრცელდა. მოსახლეობას სანაპირო ზოლის დატოვებისკენ მოუწოდეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  


close დახურვა