logo
ENG



იან კელი: დადგა დრო, საქართველომ გადაწყვიტოს, სად უნდა, რომ იდგეს

24 თებ 202201:01
3 წუთის საკითხავი
 
იან კელი: დადგა დრო, საქართველომ გადაწყვიტოს, სად უნდა, რომ იდგეს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი აცხადებს, რომ საქართველომ მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს პარტნიორებს აჩვენოს, რომ მათთან ერთად საერთო საქმეშია. 

"მე ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. არ მსურს, რეკომენდაცია გავცე ან ვთქვა, რომ ამ კრიზისიდან გამომდინარე საქართველო ნატოს წევრი გახდება - არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდება. მაგრამ, საქართველო მეტს უნდა აკეთებდეს. 

შეიძლება, საქართველომ მეტად აჩვენოს, რომ მას საერთო საქმე აქვს შავი ზღვის პარტნიორებთან ერთად. 

შეიძლება დაიწყოს საუბარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ჩარჩოებზე. შეიძლება, ასეთი საუბრის წამოწყება არ იყოს ასე ადგილი, როცა ჩრდილოეთიდან ამდენი იარაღია მოშვერილი თქვენკენ. მაგრამ, ვისურვებდი, საქართველო უფრო აქტიური იყოს ამ ტიპის ინიციატივების თვალსაზრისით. 

თქვენ ხედავთ, რომ პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები ჩადიან კიევში, ხელს აწერენ სხვადასხვა განცხადებას, მხარდაჭერის რეზოლუციებს და ა.შ. მე მესმის, რომ საქართველო ამ ეტაპზე თავს ძალიან დაუცველად გრძნობს. მაგრამ უნდა აჩვენოს რეგიონის პარტნიორებს, რომ საერთო საქმეშია მათთან". - თქვა იან კელიმ ფორმულას ეთერში. 

მისივე განცხადებით, დადგა დრო, საქართველომ გადაწყვიტოს, სად უნდა, რომ იდგეს. 

"საქართველომ უნდა დაიწყოს უფრო აქტიური ქმედებები, გამოხატოს პოზიციები. მივესალმები იმ განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა გუშინ და გუშინწინ, როცა საქართველომ დაგმო დონბასის რეგიონების დამოუკიდებლად აღიარება. აღარ არის ის დრო, როცა ქვეყნებს შეუძლიათ, გვერდით გადგნენ". - ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი.


close დახურვა