logo
ENG



იან კელი პოზნერის ვიზიტზე: ეს შემაშფოთებელია

01 აპრ 202100:18
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნანის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და მას შემაშფოთებელს უწოდებს. 

"ეს შემაშფოთებელია". - დაწერა კელიმ ტვიტერზე. 

რუსი პროპაგანდისტის, ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მხარდასაჭერად მოქალაქეებმა აივნებიდან ევროკავშირის და საქართველოს დროშები გადმოფინეს.

საპროტესტო აქციამ რუმსთან მას შემდეგ გადმოინაცვლა, რაც პოზნერი თანმხლებ პირებთან ერთად რესტორან ვინოტელიდან სასტუმროში დაბრუნდა. 

პროტესტი თავიდან სწორედ რუმსიდან დაიწყო. 

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა, 50-დე ადამიანთან ერთად აქ დაბინავდა. მოგვიანებით ისინი, კომენდანტის საათის მიუხედავად, სავახშმოდ რესტორანში წავიდნენ, ავტობუსით და პოლიციის თანხლებით. 

ვლადიმირ პოზნერი საქართველოში დაბადების დღეს აღნიშნავს. 

სამოქალაქო აქტივისტებმა თქვეს, რომ პუტინის პროპაგანდისტებს არ მისცემდნენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტებმა პოლიციას მოუწოდეს, აღეკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 ადამიანის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა. 

შსს-მ ფორმულას უთხრა, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. უწყების განცხადებით, პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 


close დახურვა