2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული ბიურო ავრცელებს.
რაც შეეხება ექსპორტს, ის 1 503.5 მილიონი დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტმა 3 568.9 მილიონი დოლარი (16.5 პროცენტით ნაკლები) შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივნისში 2 065.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.