logo
ENG



იანიშვილი ცდილობს ჩაერიოს საეკლესიო საქმეებში კანონის საწინააღმდეგოდ - სამადაშვილი

11 ნოე 201914:10
3 წუთის საკითხავი
 
qvrgpdn731suklt.png

მეუფე იაკობის ბრალდებებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დღეს ბიუროს სხდომა იმსჯელებს. ნაციონალური მოძრაობა შესაბამისი დადგენილების პროექტს კანონმდებლებს წარუდგენს. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მაღალი თანამდებობის პირების მიერ საპატრიარქოს წინააღმდეგ, შესაძლო შეთქმულება, ასევე სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის ფაქტები უნდა შეისწავლოს.

"ნაციონალური მოძრაობის" პოზიციით, მეუფე იაკობის განცხადებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მაგრამ აღნიშნულით პროკურატურა არ დაინტერესბულა. ასეთ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი კომისიის შექმნაა. 

"როგორ და რანაირად ცდილობს ივანიშვილი გახარიას და სხვა პირთა მეშვეობით ჩაერიოს ეკლესიის შიდა საქმეებში კონკორდატის და მოქმედი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. კომისიის მიზანია ის, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა მოვუსმინოთ დეტალურად როგორც თავად მეუფეს, ასევ იმ პირებს ვინც მან დაასახელა მონაწილედ",- განმარტავს სალომე სამადაშვილი.

უკვე ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას მხარს დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ არსებულ ვითარებაში აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა. 

"მეუფე იაკობის განცხადებები მოითხოვდა განხილვებს პროკურატურაში და ყოფილიყო გამოძიების საგანი. ამას არ აკეთებს პროკურატურა, შესაბამისად ოპოზიციური პარტია ითხოვს გამოძიებას, რაც ლოგიკურია. ჩვენ ამ მოთხოვნაში მას მხარს დავუჭერთ",- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი.

კობა ნარჩემაშვილის თქმით კი გამოძიების დაწყების ინიციტივით თავად ეკლესია უნდა გამოსულიყო.

"ამ ტიპის ყველა ინიციატივა, რაც ეხება გამოძიებას, უნდა მოდიოდეს ეკლესიისგან. ეს ცალსახაა და საეკლესიო შეთანხმებისმოთხოვნა, ამიტომ არ მინდა მოხდეს აღრევა ამ უფლებამოსილებების. ეკლესიამ უნდა ჩათვალოს და მიმართოს საერო ხელისუფლებას, რომ ის ამ განცხადებებში და არამარტო, არის დანაშაული და ეს უკვე საერო ხელისუფლების კომპენეტციაა. - აცხადებს კობა ნარჩემაშვილი. 


close დახურვა