logo
ENG



იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება - ზელენსკი

08 დეკ 202309:17
3 წუთის საკითხავი
 
იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება - ზელენსკი

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება.

"მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიას ძალიან დროული და საჭირო გადაწყვეტილებისთვის დაეხმაროს უკრაინას. 4.5 მილიარდი დოლარი - ეს საერთო თანხაა. პირველი ნაწილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობით მივიღებთ იანვარში. დახმარების პაკეტის ძირითად ნაწილს გაზაფხულზე ველოდებით", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, იაპონია თანმიმდევრულად და ძალიან პრინციპულად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მან ქვეყანას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.


close დახურვა