logo
ENG



იაპონიამ და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

13 ივნ 202420:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/13/0hbq3zsdb0tsstg.jpeg

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუიმო კიშიდამ დღეს იტალიაში G7-ის სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად ზელენსკი, სოციალურ ქსელში ადასტურებს. მისი თქმით, 2024 წლის განმავლობაში იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდ დოლარს გადასცემს.

ზელენსკი ამასთანავე წერს, რომ შეთანხმება მოიცავს დახმარებას უსაფრთხოებისა, თავდაცვის და ჰუმანიტარულ სფეროში და ამასთანავე თანამშრომლობას ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებში. შეთანხმების ერთ-ერთი ასპექტია სანქციების რუსეთის წინააღმდეგ.

"შეთანხმება მოიცავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში დახმარებას, ამასთანავე, ჰუმანიტარულ დახმარებას, ტექნიკურ და ფინანსურ თანამშრომლობას, ასევე ერთობლივ ძალისხმევას მშვიდობის ფორმულაზე. გარდა ამისა, შეთანხმება გულისხმობს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს და აგრესორის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობებს. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია ითანამშრომლებს უკრაინასთან, მის რეკონსტრუქციასა და აღდგენაში.

იაპონიისთვის ამ ტიპის შეთანხმება და მხარდაჭერის ეს დონე გარღვევაა. ჩვენ ამას ვხედავთ და მადლობას ვუხდით იაპონიას ურყევი სოლიდარობისთვის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, ასევე მის მიზანდასახულობისთვის სიცოცხლისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის მიმართ", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.


close დახურვა