logo
ENG



იაპონიას ბოლო 60 წლის განმავლობაში უძლიერესი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უტევს

12 ოქტ 201920:32
3 წუთის საკითხავი
 
s089farzvh9a5t6.png

ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი კუნძულს ჰონსიუს რამდენიმე საათის წინ დაატყდა თავს. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 2 და დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო დახურულია აეროპორტები, პარალიზებულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა. ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი ტაიფუნის გამო გადაიდო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელი მატჩები, გაუქმდა "ფორმულა 1-ის" რბოლებიც.

ყველაზე მეტად დაზარალდა შიზუკას პრეფექტურა, სადაც დღეს 5.7 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა. ძლიერი ბიძგები ტოკიოშიც იგრძნობოდა. მაის პრეფექტურაში წყალდიდობამ გაანადგურა ადგილობრივი მოსახლეობის სახლები, დააზიანა მანქანები. პირველი მსხვერპლი კი ჩიბას რეგიონში, ტორნადოს მოჰყვა. სავალდებულო ევაკუაცია ქვეყნის მასშტაბით 600 ათას ადამიანს შეეხო. 8 მილიონზე მეტს კი ხელისუფლებამ რისკის ზონების დატოვება ურჩია.

ქვეყნის 12 პრეფექტურაში განგაშის უმაღლესი დონე მოქმედებს. სიძლიერით ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უკვე შეადარეს შტორმ „იდას“, რომელსაც იაპონიაში 1958 წელს 1200 ადამიანი ემსხვერპლა.

 


close დახურვა