იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. როგორც ცნობილია, ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთში, კუნძულ კიუსიუზე მდებარე მიაძაკის პრეფექტურის სიახლოვეს, ზღვაში იყო (30 კილომეტრის სიღრმეში).
იაპონური მედია მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მოსახლეობა მოსალოდნელი ცუნამის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.
მიწისძვრის შედეგად შესაძლო დაღუპულებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია ნგრევის შესახებაც.